კალკულატორი ვალუტის კურსები ფილიალები და ბანკომატები

სუბსიდირებული იპოთეკა მრავალშვილიანებისთვის

უკან დაბრუნება
სუბსიდირებული იპოთეკა მრავალშვილიანებისთვის

თუ გყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი/გერი/შვილად აყვანილი, მათ შორის დაბადებული 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, და გსურთ შეიძინოთ ან ააშენოთ საცხოვრებელი უძრავი ქონება, გთავაზობთ გრძელვადიან იპოთეკურ სესხს მისი გაცემიდან 5 წლის მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსებით, რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%-ის ოდენობით, არაუმეტეს 8%-ისა.

მახასიათებლები

სესხის მაქსიმალური თანხა
400 000 USD (ექვ. GEL/EUR)*
სესხის მაქსიმალური ვადა
20 წელი
საპროცენტო განაკვეთის ტიპი
შერეული (გარკვეული პერიოდის განმავლობაში - ფიქსირებული, შემდეგ - ინდექსირებული**)
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
5.91%-დან
თანამონაწილეობა
0%-დან
დაფარვის წესი
ყოველთვიური, თანაბარი გადახდებით
გაცემის საკომისიო
0.5%-დან
განაღდების საკომისიო
0.2%
ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო
0-2% (ფიქსირებულ პერიოდში) 0-0.5% (ინდექსირებულ პერიოდში)
ვადაგადაცილების ჯარიმა
ვადაგადაცილებული თანხის 0.4% (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), არაუმეტეს კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა
უძრავი ქონების დაზღვევა
არ არის სავალდებულო
სიცოცხლის დაზღვევა
არ არის სავალდებულო
იპოთეკის რეგისტრაციის + შეწყვეტის საფასური (ერთ ქონებაზე)
157 ლარი + 150 ლარი

*თუ ქონების შესაძენად/ასაშენებლად გჭირდებათ მეტი თანხა, დარჩენილი თანხა დაფინანსდება პარალელური იპოთეკური სესხით, რომელზეც არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსება.
თუ სესხის გაცემიდან 5 წლის მანძილზე შეგეძინებათ მე-4 ან მეტი შვილი, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებით მაქსიმუმ 200,000 ლარიანი იპოთეკური სესხით, რომელზეც გაცემიდან 5 წლის მანძილზე ასევე გავრცელდება პროცენტის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.
**ინდექსირებულ პერიოდში საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს), შესაბამისად შეიცვლება სესხის საპროცენტო განაკვეთი და სესხის შენატანი.

  • დასაფინანსებელი უძრავი ქონება (შესაძენი/ასაშენებელი);
  • დამატებით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მსესხებლის/თანამსესხებლის საკუთრებაში არსებული/შესაძენი ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • შემოსავლის დამადასტურებელი საბუთები;
  • სამოქალაქო ქორწინებში მყოფმა პირმა:
    • სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
    • ცნობა განაცხადების შევსებისას განქორწინების ფაქტის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;
  • მარტოხელა მშობელმა (არა განქორწინებულმა):
    • მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ქვრივმა:
    • სამოქალაქო ქორწინების მოწმობა;
    • მეუღლის გარდაცვალების მოწმობა;
  • შვილებთან დაკავშირებით:
    • არასრულწლოვანი შვილების/გერის/შვილად აყვანილი პირების დაბადების მოწმობები;
    • შვილად აყვანის შემთხვევაში, დამატებით შვილად აყვანის დამადასტურებელი საბუთი;
    • გერის შემთხვევაში, მის მშობელთან სამოქალაქო ქორწინების მოწმობა.
  • სტატუსი - სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი პირი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი
  • ასაკი - 21-70 წელი (ვადის ბოლოს)
  • შემოსავალი - ნებისმიერი სახის სტაბილური შემოსავალი: ხელფასი, დივიდენდი, იჯარა, გზავნილი, თვითდასაქმებით მიღებული შემოსავალი
  • თანამსესხებელი - თუ თქვენი შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად, შეგიძლიათ თანამსესხებლად აიყვანოთ სტაბილური შემოსავლის მქონე ოჯახის რომელიმე წევრი/წევრები.
     

მსგავსი სესხები