კალკულატორი
ვალუტის კურსი
ონლაინ კონსულტაცია
კონტაქტი
ფილიალები
03.02.2016

სს ხალიკ ბანკი საქართველო აცხადებს ღია ტენდერს ბანკის სათაო ოფისისა და ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს

განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

 

  1. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს ბანკის სათაო ოფისისა და ფილიალის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
  2. სარემონტო სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა N40.
  3. გასარემონტებელი ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 549,83მ2.
  4. შესასრულებული სამუშაო მოიცავს:

-         ოფისის ინტერიერის (კედლების, ტიხრების, იატაკების, კიბეების და ა.შ.) სარემონტო-მოსაპირკეთებულ სამუშაოებს, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გაყვანას, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს.

  1. სამუშაოს დასრულების ვადა:  2016 წლის 01 მაისი.
  2. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
  3. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე –  ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“-ს სათაო ოფისი.
  4. განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 12.02.2016. 17:00 საათამდე, მისამართზე:  ქ. თბილისში, შარტავას ქ. N 40,  ან ელექტრონულ მისამართზე mchogovadze@hbg.ge.
  5. სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 15.02.2016. 16:00 საათზე.
  6. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ტელეფონზე: 2240707(*131); საკონტაქტო პირი:


1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.

2) მაია ჩოგოვაძე, 224 07 07 (*131), e-mail: mchogovadze@hbg.ge.