„Fitch Ratings“-ის მიხედვით, სს “ხალიკ ბანკი საქართველოს“ სარეიტინგო პროგნოზი - "სტაბილური", მოკლევადიანი ემტიენტის დეფოლტის რეიტინგი - "B", მხარდაჭერის რეიტინგი კი - "3" აქვს.
“Fitch Ratings,,-ის ანგარიშის თანახმად, ბანკის დინამიური ზრდა, აქტივების ხარისხი და დამფუძნებლის სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ მზაობა, აუცილებლობის შემთხვევაში მხარდაჭერა გაუწიოს შვილობილ ბანკს, წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომლებმაც მინიჭებულ რეიტინგი განაპირობებს. როგორც „ხალიკ ბანკ საქართველოში“ აცხადებენ, ბანკისთვის მიღებული შეფასება მეტყველებს იმაზე, რომ მათი მიერ არჩეული გზა სწორია.
“საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“- სგან მაღალი შეფასების მიღება სს“ხალიკ ბანკი საქართველოსთვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას და ადასტურებს არჩეული გზის სისწორეს, რომელიც მიმართულია მდგრადი და სტაბილური საფინანსო ინსტიტუტის შესაქმნელად", - აცხადებს სს“ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე.ცნობისთვის, სს „ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს უნივერსალურ კომერციულ ბანკს, რომელიც კორპორატიულ და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს.
ბანკი საერთაშორისო საგადასახადო სისტემა Visa -ს ძირითადი წევრი და „Master Card“ -ის საგადასახადო სისტემის ასოცირებული წევრია. ბანკის აქტივებმა, 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, - 182 მლნ ლარი, საკრედიტო პორტფელმა - 131 მლნ. ლარი, ხოლო კაპიტალმა - 44 მლნ ლარი შეადგინა.
სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი" წარმოადგენს ყაზახეთის ლიდერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელსაც კლიენტების ყველაზე დიდი ბაზა და ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი აქვს. ხალიკ ბანკი თავის კლიენტებს მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა, საბანკო, საბროკერო, სადაზღვევო, ლიზინგისა და აქტივების მართვის კუთხით მომსახურება. ამავდროულად, სს „ხალიკ ბანკი ყაზახეთი" ოპერაციებს საქართველოში, ყირგიზეთში და რუსეთში აწარმოებს.
About Bank
History of bank The mission and values The management Reporting Consumer protection Code of Ethics Feedback Others RequisitesPrivate Customers
Loans Deposits Credit Cards Payment Cards Remote services Security Advices Contact less Watch2pay Money transfers Simplify Payments Utility and other bills Rates General Rules and Terms